ერაზმუს მუნდუსის (Erasmus Mundus) გაცვლითი პროგრამის EMINENCE პროექტში გამარჯვებული პოლონელმა სტუდენტმა დაასრულა სწავლა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ერაზმუს მუნდუსის (Erasmus Mundus) გაცვლითი პროგრამის EMINENCE პროექტში გამარჯვებული პოლონელმა სტუდენტმა დაასრულა სწავლა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნი

ერაზმუს მუნდუსის (Erasmus Mundus) გაცვლითი პროგრამის პროექტში (EMINENCE) ერთ-ერთმა გაიმარჯვა ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტის (პოლონეთი) სტუდენტმა ევა კატარჟინა მრასმა. იგი 2013 წლის სექტემბრიდან, 10 თვის განმავლობაში, სწავლობდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამით.

 

2014 წლის ივლისს, სწავლის დასრულების შემდეგ, ევას გადაეცა სერთიფიკატი, ხოლო ჩვენს უნივერსიტეტში დაგროვილი ქულები აღიარა ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტმა.

 

სტუდენტების სწავლა, მგზავრობა და ცხოვრება დაფინანსებული იყო პროექტის მიერ.

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ადმინსიტრაცია ევას უსურვებს წარმატებებს შემდგომ საქმიანობაში.

 

აი რას ამბობს იგი:

 

ჩემი ერაზმუს მუნდუსის (Erasmus Mundus) პროგრამა დასრულდა. არც კი მჯერა, რომ საქართველოში გატარებულმა 10 თვემ ასე სწარაფად გაიარა. კარგად მახსოვს ჩემი პირველი დღეები თბილისში და ამ უნივერსიტეტში. ასე მგონია ეს სულ რაღაც ორი დღის წინ იყო.

 

მინდა აღვნიშნო, რომ ეს ჩემთვის იყო კარგი და სასარგებლო აკადემიური წელი. შევიძინე ახალი ცოდნა, ახალი იდეები და გამოცდილება. აგრეთვე შევხვდი ბევრ საინტერესო ხალხს.

 

მე მქონდა შესაძლებლობა ვყოფილიყავი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტი. მჯერა, რომ ეს უნივერსიტეტი სწორედ ის დგილია, სადაც ახალგაზრდამ უნდა ისწავლოს. სტუდენტებსა და პროფესორებს უშუალო ურთიერთობა აქვთ. მათი დამოკიდებულება მეგობრულია. ამის გამო ატმოსფერო ნამდვილად პოზიტიურია.

 

მე ვიყავი ბიზნესისა და მართვის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი და ვმონაილეობდი ძალიან ბევრ საიტერესო კუსრში. სწავლა-სწავლების პროცესი ძალიან მრავალფეროვანი იყო. დარწმუნებული ვარ, რომ ის უნარები, რომლებიც განმივითარდა ამ პერიოდის განმავლობაში სასარგებლო იქნება ჩემი მომავალ საქმიანობისთვის.

 

ბედნიერი ვარ, რომ თითქმის ერთი წელი გავატარე საქართველოში და აღმოვაჩინე ეს არაჩვეულებრივი ქვეყანა, მისი ისტორია და კულტურა. დარწმუნებული ვარ მალე დავრუნდები აქ.

 

ევა კატარჟინა მრასი