გრიგოლ გრობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსსა და ნანტის სახელმწიფო უნივერსიტეტს (საფრანგეთი) დადებული მემორანდუმის საფუძველძე სამართლის სკოლის სტუდენტები ნინო ლიქოკელი და სალომე ხმალაძე 2014 წლის 8 სექტემბრიდან ერთი სემესტრით სასწავლებლად გაემგზავრნენ ნანტის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს გადაეცემათ სერთიფიკატები. საფრანგეთში დაგროვილი კრედიტები მათ ჩაეთვლებათ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში. სტუდენტების სწავლა საფრანგეთში დააფინანსა ნანტის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შიდა გრანტის ფარგლებში.