საზეიმო კონცერტი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საზეიმო კონცერტი

ახალი სასწავლო წლის დაწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეგიდით საზეიმო კონცერტით აღინიშნა. კონცერტში მონაწილეობდნენ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სახელით კონცერტზე წარსდგა ცნობილ მომღერლებთან ერთან და დიდი მოწონება მოიპოვა ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის პროგრამის მეორე აკადემიური წლის სტუდენტი ლიკა ლემონჯარია. კონცერტის ერთ-ერთი ორგანიზატორი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნვერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის მაგისტრი და ამავე უნივერსიტეტის სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით სარიშვილი იყო. ღონისძიებაზე უმაღლესი ქულების მქონე პირველკურსელები დაჯილდოვდნენ სხვადასხვა კომპანიის მიერ დაწესებული პრიზებით.