შეხვედრა საფრანგეთი რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


შეხვედრა საფრანგეთი რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი, საფრანგეთის ელჩის მრჩეველი თანამშრომლობისა და კულტურულ ღონისძიებათა საკითხებში ჟან-ივ ლავუარი ესტუმრა. ბატონ ჟან-ივმა და უნივერსიტეტის რექტორმა ბატონ მამუკა თავხელიძემ შეხვედრაზე ისაუბრეს ალმა მატერის სწავლა-სწავლების სისტემაზე, საფრანგეთში არსებულ განათლების ინსტიტუტზე, ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივაზე. ელჩის მრჩეველი გაეცნო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სასწავლო-გაცვლით პროგრამებს. განსაკუთრებით კი დაინტერესდა უნივერსიტეტის „ნანტის“ პროგრამით, რომლის ფარგლებში 2014 წელს ორი სტუდენტი (სამართლის სკოლა) უნივერსიტეტის დაფინანსებით გაემგზავრა და ისწავლა ნანტში, სადაც მოიპოვეს კრედიტები. ახლო მომავალში იგეგმება კვლავ, უკვე 4 სტუდენტის გამგზავრება ნანტში სასწავლოდ. შეხვედრას ესწრებოდნენ რექტორის მოადგილე - ქალბატონი ნინო ქემერტელიძე, უნივერსიტეტის არჩევითი ენების მიმართულების ხელმძღვანელი თამარ გაგოშიძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ხელმძღვანელი ნატო მახათაძე და მრჩევლის ასისტენტი ანა ლოლუა.