ალმა მატერის ახალი შენობის პრეზენტაცია/ სწავლა დაიწყება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ალმა მატერის ახალი შენობის პრეზენტაცია/ სწავლა დაიწყება

1 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსის პრეზენტაცია შედგა. სტუდენტებს და სტუმრებს სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის რექტორმა ბატონ მამუკა თავხელიძემ, სკოლების (ფაკულტეტების) დეკანებმა: ანა ფირცხალაშვილი-საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, დევი ხვედელიანი - სამართლის სკოლის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, და მურთაზ კვირკვაია ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი. სტუმრებს, ასევე მიმართეს, უნივერსიტეტის სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა - დავით სარიშვილმა და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა - თენგო იმნაიშვილმა. შეხვედრის დროს უნივერსიტეტის რექტორმა სწავლის დაწყების თარიღი ამცნო (ახალ კორპუსში შემდეგი სკოლები იფუნქციონირებენ: საჯარო მმართველობის და პოლიტიკის, სამართლის და ბიზნესის და მართვის სკოლა) და უნივერსიტეტის წარმატების და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. ოფიციალური ნაწილის შემდეგ უშუალოდ შენობის ინფრასტუქტურის პრეზენტაცია შედგა. შეხვედრის ბოლოს დასმულ ყველა კითხვას პასუხი უნივერსიტეტის რექტორმა თავად გასცა.