გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ახალ სასწავლო კორპუსში კურსდამთავრებულებს ბაკალავრის ხარისხის დიპლომები ოფიციალურ-საზეიმო ვითარებაში გადაეცათ. ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა ალმა მატერის რექტორმა მამუკა თავხელიძემ და სამართლის, ბიზნესისა და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანებმა. მეორე-მუსიკალური ნაწილი უნივერსიტეტის ლაუნჯ ბარში გაიმართა. საღამოში მონაწილეობა უნივერსიტეტის სტუდენტებმა და მოწვეულმა სტუმრებმა მიიღეს. Graduation-ის მხარდამჭერი იყო კომპანია RED BULL, რომელმაც კურსდამთავრებულებს ასევე გადასცა სპეციალურად მათთვის გამოცემული დიპლომები.