იუსტიციის უმაღლეს სკოლასა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებში ორივე მხარე წარმართავს საქმიანობას ურთიერთთანამშრომლობის, პარტნიორობისა და ერთმანეთისადმი ხელშეწყობის პრინციპებზე დაყრდნობით. იუსტიციის უმაღლესი სკოლა სთავაზობს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებს აქტუალურ თემებზე საჯარო ლექციების ორგანიზაციებას სამართლის სფეროების მიხედვით. მემორანდუმს ხელი მოაწერეს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ პროფესორ გულნაზი გალდავამ და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ბატონ ლაშა მაღრაძემ. ხელმოწერას, რომელიც იუსტიციის უმაღლეს სკოლაში შედგა, ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები და ალმა მატერის აკადემიური და ადმინისტრაციული კორპუსის წარმომადგენლები. იმავე რეჟიმში იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ სხელი მოაწერა 21 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.