გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისა და რადიო საქართველოს ხმის ერთობლივი პროექტი გადაცემა \"33\" დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდებში. გადაცემას უძღვებიან გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეოთხე კურსელები და მიმდინარეობს. 33 წუთი. აქედანაა სახელწოდებაც 33 წუთი. 31 ოქტომბერს რადიო საქართველოს ხმის ეთერში ალმა მატერის რექტორი პროფესორი მამუკა თავხელიძე იყო მიწვეული. გადაცემის წამყვანებმა და ამავე დროს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებმა „სპეციალურ სტუმარს“ ბევრი კითხვა დაუსვეს. საუბარი ბევრ თემაზე წარიმართა: მსოფლიო წამყვანი უნივერსიტეტები, საგანმანათლებლო სისტემა ალმა მატერში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლპობაზე, აკადემიურ პერსონალზე, ევრაზიის საერთაშორისო მულტიდისციპლინარულ ფორუმზე, რომელიც უნივერსიტეტში ჩატარდა და სამომავლო გეგმებზე. რომელიც ყველა სკოლის ახალ სასწავლო კორპისში გადაყვანას ეხებოდა.