პროექტი „მწვანე ვაშლი“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პროექტი „მწვანე ვაშლი“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია „მარაბდის ახალგაზრდული ასოციციის“ პროექტის \"მწვანე ვაშლის\" სადისკუსიო შეხვედრა გაიმართა თემაზე: \"სახელმწიფო და ახალგაზრდობა - პრობლემები და პერსპექტივები\". დისკუსიაზე მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი - ირაკლი ჟორჟოლიანი, დირექტორის მოადგილე - მურმან პატარაია და საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭოს ხელმძღვანელი - ეკატერინე ცვარიანი. შეხვედრას ესწრებოდნენ \"ახალგაზრდული პრესკლუბის\", \"ახალგაზრდული ინიციატივებისა და სამოქალაქო განვითარების აკადემიური ცენტრის\", \"შავფაროსნების\", \"ახალგაზრდა ადვოკატების\" და სხვა ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები. უნივერსიტეტის სტუმრებს სიტყვით მიმართა ალმა მატერის რექტორმა პროფესორ მამუკა თავხელიძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ ალმა მატერის სტუდენტები.