მემორანდუმი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მემორანდუმი

არასამთავრობო ორგანიზაციის - „ახალგაზრდობა საქართველოს მომავლისთვის“ - ორგანიზებით, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება შეხვედრა ლიდერ ახალგაზრდებთან, რომლებიც პერიოდულად მონაწილეობას იღებენ ორგანიზაციის აქტივობებში, დაინტერესებულნი არიან გლობალური საკითხებით და მომავალში სურთ სახელმწიფო მმართველობაში ჩაბმა.

 

მოწვეულმა ექსპერტმა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლის დეკანმა, სამართლის პროფესორმა ანა ფირცხალაშვილმა საერთაშორისო პოლიტიკური ინსტიტუციების, კერძოდ კი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, მისი მუშაობის, სტრუქტურის, ისტორიის და მთავარი პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა და დასმულ შეკითხვებს უპასუხა.შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ განათლებისა და ევროინტეგრაციის მინისტრები; ასევე ნატოს და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი. ღონისძიება გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდობა საქართველოს მომავლისთვის“ შორის მემორანდუმის ხელმოწერით დაიწყო.