11 ნოემბერს ბიზნესისა და მართვის სკოლის მესამე დონის სტუდენტებისთვის ჩატარდა ლექცია/სემინარი ბიზნესის საინფორმაციო სისტემებზე. ბიზნესის მარკეტინგის კურსის ფარგლებში მოწვეული იყო კომპანია TMC-ის დირექტორი ბატონი გიორგი ბეჟიტაშვილი. სტუდენტებთან შეხვედრისას განხილული იყო ისეთი საკითხი, როგორიცაა თანამედროვე კომპანიებისთვის ბიზნესის საინფორმაციო სისტემების მნიშვნელობის საკითხი და ამ მიმართულებით საქართველოში არსებული მდგომარეობა. სემინარის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ კომპანია TMC-ის მიერ დანერგილ საინფორმაციო სისტემებს (ERP, CRM, CMS, DMS). შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიული ფორმით.