მიმდინარე წლის 24 ნოებერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ბიზნესის და მართვის სკოლაში ჩატარდა მასტერკლასი თემაზე: „დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) და მისი გადამხდელები“. მასტერკლასს უძღვებოდა მსოფლიოში ცნობილი ქსელის „Kreston International”-ის პარტნიორი აუდიტორული კომპანია „Papiashvili Consalting Group”-ის დირექტორი, პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტის (ACCA) და საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (ბაფ) ტრენერი, აუდიტორი ბატონი დავით პაპიაშვილი. სემინარის ფარგლებში წარიმართა დისკუსია, სტუდენტების მხრიდან დაისვა შეკითხვები, განხილული იქნა ადგილობრივი და უცხოური გამოცდილება. მომხსენებლის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა საგადასხადო საკითხებზე მსგავსი მასტერკლასების სერიის წარმართვისათვის.