2 დეკემბერს, „მართლმსაჯულების სახლში,“ იუსტიციის უმაღლეს სკოლასა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უმივერსიტეტის მემორანდუმის ფარგლებში საჯარო ლექცია გაიმართა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჩაატარა ლექცია თემაზე: „სასამართლო სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები.” სტუდენტებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ სასამართლო სისტემაში უკვე განხორციელებული და ამჟამად მიმდინარე რეფორმების შესახებ. სტუდენტთა მაღალი ინტერესიდან გამომდინარე საჯარო ლექსია ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.