საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლა პარლამენტში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლა პარლამენტში

ა/წ. 5 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტებმა საქართველოს პარლამენტის თბილისის ისტორიული შენობა დაათვალიერეს. ისინი შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის წევრს, საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს_ ბატონ ირაკლი სესიაშვილს. ბატონმა ირაკლიმ სტუდენტებს ესაუბრა საქართველოს საგარეო ორიენტაციისა და მისი უსაფრთხოების პოლიტიკის ტენდენციების შესახებ და უპასუხა სტუდენტების თემატურად დასმულ შეკითხვებს. ალმა მატერის სტუდენტებმა დაათვალიერეს საქართველოს პარლამენტის განახლებული პლენარული დარბაზი, პარლამენტის შიდა ეზოში არსებული საქართველოს გასაბჭოებისას დაღუპული იუნკერების მემორიალი და მოინახულეს იქვე არსებული სამლოცველო.