საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლის ვიზიტი ალმა მატერში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლის ვიზიტი ალმა მატერში

10 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახ. უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა საფრანგეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩის მრჩეველი კულტურისა და თანამშრომლობის დარგში ბატონი ჟან- ივ ლავუარი, ლინგვისტური, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის ხელმძღვანელი ბატონი კოლა კაბრიელი და თანაშემწე საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის საკითხებში ქალბატონი ანა ლოლუა.

 

საფრანგეთის საელჩოს დელეგაცია შეხვდა რექტორს პროფესორ მამუკა თავხელიძეს, აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს. დიპლომატებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და პროექტებზე.