ალმა მატერის საახალწლო კარნავალი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ალმა მატერის საახალწლო კარნავალი

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა 27 დეკემბერს კლუბ „ქალაქურში“ უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კარნავალი გამართა. საახალწლო ღონისძიება ორი ნაწილისგან შედგებოდა. ღონისძიებაზე დასახელდნენ წლის საუკეთესო ლექტორები, საკეთესო კოსტიუმის მფლობელები, მისტერ და მის ალმა მატერი 2015. გამარჯვებულებს გადაეცათ სერტიფიკატები და პრიზები უნივერსიტეტის მხარდამჭერი კომპანიებისგან (ჯინო, ფურშეტი). საღამოს უძღვებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები მისტერ და მის ალმა მატერი 2014- გიორგი ჯელაძე და სალომე ისაკაძე. ღონისძიებას ესწრებოდნენ განათლების სამინისტროს წარმომადგენლები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. კარნავალზე ახალი წლის დადგომა სტუდენტებს და დამსწრე საზოგადოებას მიულოცეს დეკანებმა და უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა მამუკა თავხელიძემ.