გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის წარჩინებულმა სტუდენტებმა (სულ 15 სტუდენტი) წარმატებით გაიარეს შესარჩევი კონკურსი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქმევდებარებაში მყოფი საჯარეო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. აღნიშნული სტუდენტები 2014 წლის 3 დეკემბრიდან სტაჟირებას გადიან საჯარეო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სხვადასხვა პოზიციებზე, სადაც მათ მოვალეობაში შედის მოქალაქეთა მომსახურება და სამართლებრივი კონსულტირება. სტაჟირების დასრულებისას მათ ეძლევათ შესაძლებლობა დასაქმდნენ თავისი პროფესიით და მუშაობა განაგრძონ აღნიშნულ უწყებაში.