16 იანვარს ტურიზმის მიმართულების სტუდენტებისთვის ჩატარდა მასტერკლასი თემაზე “კულტურული მემკვიდრეობის ტურიზმის განვითარების პერსპექტივა საქართველოში\". მასტერკლასს წარუძღვა ტურიზმის ექსპერტი, ტურისტული კომპანია “Golden travel Georgia“ - ს გენერალური დირექტორი და საერთაშორისო ტურიზმის ასოციაცია “Georgia for friends“ - ის ტურიზმის დეპარტამენტის დირექტორი ირაკლი ეფრემიძე. შეხვედრამ ორმხრივ დებატებში ჩაიარა.
შეხვედრაზე მომზადდა მემორანდუმი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და ტურისტული კომპანია “Golden travel Georgia“ - ს შორის, რაც ითვალისწინებს ორმხრივ თანამშრომლობას, პრაქტიკებსა და სხვადასხვა პროექტში ჩართულობას.