ჰაიდენჰაიმის უნივერსიტეტში სემესტრიანი სწავლება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ჰაიდენჰაიმის უნივერსიტეტში სემესტრიანი სწავლება

ჰაიდენჰაიმის უნივერსიტეტში ერთსემესტრიანი მობილობის დასრულების შემდეგ (ალმა მატერის და გერმანული მხარის დაფინანსება) გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტთა კიდევ ერთი ჯგუფი თბილისში დაბრუნდა. თათია ქოქუაშვილმა, ანა მელაძემ, ნანა ცინცაძემ, ანა ლაგაზიძემ და ნიკა გეთიაშვილმა წარმატებით გაიარეს სწავლება ჰაიდენჰაიმში. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი და ჰაიდენჰაიმის უნივერსიტეტი 2011 წლიდან არიან პარტნიორები.