საერთაშორისო ახაგაზრდული ორგანიზაცია აისეკ საქართველოს ლოკალურმა კომიტეტმა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა წარმატებით განახორციელეს პარტნიორული შეთანხმება, რაც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში ჩართულობას ეხება.
რამდენიმე შესარჩევი ეტაპისა და კონკურსის შედეგად შეირჩა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტი თამთა დენტოშვილი, რომელმაც 2014 წლის 9 ნოემბრიდან 6 კვირის განმავლობაში სტაჟირება გაიარა იტალიის ქალაქ ტურინში. პროექტის ფარგლებში იგი მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში \"Help to Help\", სადაც ეწეოდა სხვადასხვა ადმინისტრაციულ საქმიანობას.
სტუდენტის პროექტში მონაწილეობის ხარჯები უზრუნველყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა, ხოლო საცხოვრებელი და კვება უზრუნველყო აისეკმა.
თამთა დენტოშვილის შთაბეჭდილებები იხილეთ აქ