საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლის შეთავაზება მთავრობას

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლის შეთავაზება მთავრობას

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 ნოემბერის N 627 დადგენილებით დამტკიცდა საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფცია. აღნიშნული კონფეციის შემუშავებაში მონაწილეობდა გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა იმჟამინდელი დეკანის, პროფესორ პაატა ტურავას წარმომადგენლობით. აღნიშნული კონცეფციის შემუშავება ხორციელდებოდა პროექტის „საჯარო სამსახურის რეფორმა“ მხარდაჭერით. პროექტი მიმდინარეობდა USAID-ის პროგრამის დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G3) ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან მჭიდრო ურთიერთობით. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლის მიერ შეთავაზებული პრობლემების ანალიზი, რეკომენდაციები და წინადადებები მთავრობის მიერ გათვალისწინებული იქნა ზემოთ აღნიშნულ დადგენილებაში.