გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესის და მართვის სკოლის ტურიზმის პროგრამის პროფესორები და სტუდენტები 22-25 იანვარს თურქეთში, ქალაქ სტამბოლში ტურიზმის საერთაშორისო გამოფენის - EMITT (East Mediterranean Tourism and Travel Exhibition) მუშაობაში მონაწილეობდნენ.
ტურიზმის სფეროში სტამბოლის საერთაშორისო გამოფენა მსოფლიოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული გამოფენაა, რომელიც 19 წელია იმართება. წელს მას სტუმრობდა 163 მონაწილე 70 ქვეყნიდან. სტამბოლის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე \"EMITT 2015\" საქართველოს სტენდი სპეციალური სიგელით \"საუკეთესო შოუს წარმოდგენისათვის\" დაჯილდოვდა. ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები ვიზიტორებს ეროვნულ სამოსში გამოწყობილები მასპინძლობდნენ აჭარის სახელმწიფო ანსამბლის მიერ შესრულებული ქართული ხალხური სიმღერების თანხლებით.