გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში შედგა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დოქტორანტის - ია მახარაძის დისერტაციის დაცვა თემაზე: „თანამედროვე მედიის ეთიკური ასპექტები“.
დოქტორანტს სამეცნიერო ხელმძღვანელობას უწევდნენ პროფესორი თენგიზ ირემაძე და პროფესორი ლალი ზაქარაძე.
დისერტაციის დაცვის, პრეზენტაციისა და კომუნიკაციის შემფასებელი საატესტაციო-საექსპერტო კომიტეტის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ია მახარაძეს მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხი, ხოლო გადაწყვეტილება დასამტკიცებლად გადაეცა საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა