ევრაზიის ფორუმი სამართალსა და ეკონომიკაში, EFLE 2015

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ევრაზიის ფორუმი სამართალსა და ეკონომიკაში, EFLE 2015

2015 წლის 19-21 თებერვალს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, ევროპული სამეცნიერო ინსტიტუტისა და აზორეს უნივერსიტეტის (პორტუგალია) ურთიერთთანამშრომლობით ჩატარდა ევრაზიის ფორუმი სამართალსა და ეკონომიკაში, EFLE 2015.

 

ფორუმი გახსნა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ. გახსნის ცერემონიალზე აგრეთვე სიტყვით გამოვიდნენ ევროპული სამეცნიერო ინსტიტუტის პრეზიდენტი იოვან შოპოვსკი და ინსტიტუტის წარმომადგენელი დეჯან მაროლოვი.

 

ფორუმის მუშაობაში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ სამართლისა და ეკონომიკის სფეროში მოღვაწე გამოჩენილი მეცნიერები იაპონიიდან, პოლონეთიდან, უნგრეთიდან, რუსეთიდან, ლიტვიდან, კოსოვოდან, ხროატიიდან, სომხეთიდან, ირანიდან და სხვ.

 

აღნიშნული ფორუმი აღსანიშნავი იყო არა მარტო იმით, რომ მასში მოსაწილეობა მიიღეს მრავალი ქვეყნის წარმომადგენლებმა, არამედ იმითაც, რომ მეცნიერ-მკვლევარებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ სამართლისა და ეკონომიკის სფეროს მიღწევებს, ერთმანეთისთვის გაეზიარებინად საკუთარი კვლევების შედეგები და გამოცდილება.

 

ფორუმი ძალზე წარმატებული იყო. ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.

 

 

პროგრამა იხილეთ აქ