6 თებერვალს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სასტუმრო “კრონ პალას თბილისში“ ჩატარებულ მასტერ კლასში თემაზე: „სასტუმრო ბიზნესის თავისებურებები, სპეციფიკა და პრაქტიკული რჩევები“ ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმების მსურველთათვის. მომხსენებელმა და სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა, მაია მახათაძემ განაცხადა, აღნიშნული მასტერ კლასის მიზანი ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმების მსურველთათვის საერთაშორისო ბრენდებში მუშაობის 11-წლიანი გამოცდილების გაზიარება იყო, რაც გულისხმობს: სასტუმროს საერთაშორისო სტანდარტების გაცნობას, სასტუმრო ინდუსტრიაში მუშაობის თავისებურებებსა და წარმატების მიღწევის საიდუმლოებებს. შეხვედრა სასტუმრო “კრონ პალას თბილისმა” სრულად დააფინანსა. შეხვედრის ბოლოს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები.