2015 წლის თებერვალს, დასრულდა ერაზმუს მუნდუსის (Erasmus Mundus) გაცვლითი პროგრამის EMINENCE და EMINENCE 2 პროექტების შესარჩევი კონკურსი, რომელშიც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ოთხმა სტუდენტმა და ერთმა პოსტ-დოქტორანტმა გამარჯვა და მოიპოვა 100 %-იანი დაფინანსება.
გამარჯვებული სტუდენტები 2015 წლის სექტემბრიდან სწავლას განაგრძობენ ევროპის სამ წამყვან უნივერსიტეტში. კერძოდ, ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტი (პოლონეთი), როვირა ი ვირხილის უნივერსიტეტი (ესპანეთი), ბაბეშ-ბოიაის უნივერსიტეტი (რუმინეთი).
კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები:
- მირანდა თედეშვილი - სოციოლოგიის საბაკალავრო პროგარმის სტუდენტი
- ალგო ელიზბარაშვილი - ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგარმის სტუდენტი
- თამარ ღლონტი - ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგარმის სტუდენტი
- ქეთევან მოთიაშვილი - ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი
- გიორგი თავაძე - პოსტ-დოქტორანტი
გარდა ამისა, აღნიშნულ პროექტებში გაიმარჯვა გრიგოლ რობაქიძის მიერ შეთავაზებულმა აპლიკანტმა მეორე და მესამე მიზნობრივი ჯგუფებიდან.
2015 წლის სექტემბრიდან, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი უმასპინძლებს როვირა ი ვირხილის უნივერსიტეტის დოქტორანტს, აგრეთვე,
2 აკადემიურ პერსონალს როვირა ი ვირხილის უნივერსიტეტიდან და ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტიდან.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ადმინსიტრაცია გამარჯვებულ სტუდენტებს ულოცავს და უსურვებს მათ წარმატებებს შემდგომ საქმიანობაში.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI