ინფო ტური აზერბაიჯანში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ინფო ტური აზერბაიჯანში

20-22 თებერვალს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის პროგრამის პროფესორებმა მაკა ფირანაშვილმა, მაია მელაძემ და ქეთევან გიკაშვილმა მონაწილეობა მიიღეს ბაქოში (აზერბაიჯანი) ჩატარებულ ინფოტურში. საქართველოს მხრიდან ინფოტური ორგანიზებული იყო ტურისტული კომპანია „ Good Life Tour “ მიერ, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან მიმღები ტურისტული კომპანია იყო „Vector Travel“. მონაწილეებმა დაათვალიერეს ბაქოს პანორამული ხედები, სანაპირო პარკი და ბაქოს ბულვარი, რომელიც ცნობილია თავისი სიდიდით, ასევე მოინახულეს იუნესკოს მიერ აღიარებული არქეოლოგიურ ძეგლთა კომპლექსი გობუსტანი. ინფოტური ითვალისწინებდა ბაქოში სასტუმროების დათვალიერებას, სასტუმრო მეურნეობის განვითარების საკითხების განხილვას და შეხვედრებს ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან. შეხვედრები საინტერესო და ნაყოფიერი იყო.