ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტთან

26 თებერვალს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

შესაბამის დოკუმენტებს ხელი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა მამუკა თავხელიძემ და თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავჯდომარემ ალექსი ახვლედიანმა მოაწერეს.

 

მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას შემდეგი მიმართულებებით: ერთობლივი სტრატეგიის შემუშავება, რომლის ფარგლებში სპეციალური პროექტები და კამპანიები დაიგეგმება, რომელიც ხელს შეუწყობს მოხალისეთა მოტივაციის ამაღლებას და მათი აქტივობის პოპულარიზაციას. ასევე, საორგანიზაციო კომიტეტის მიერ სტუდენტებისთვის განკუთვნილ საერთო ტრენინგებისთვის და საინფორმაციო ტიპის შეხვედრებისთვის უნივერსიტეტი შესაბამისი აუდიტორიებს და სხვა საჭირო ინვენტარს გამოყოფს.

 

მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტები ოფიციალურად გახდნენ ოლიმპიური ფესტივალის მხარდამჭერები და მოხალისეების რანგში აქტიურად ჩაერთვებიან ფესტივალის საორგანიზაციო საკითხებში.

 

„ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ამ მემორანდუმით მოხდა ახალგაზრდების მენტალობის გარდატეხვა, მე მიხარია, რომ ეს დოკუმენტი არ ფორმდება ძალდატანებით, აქ არის გამოხატული სტუდენტთა კეთილი ნება“-განაცხადა მამუკა თავხელიძემ

 

ჟურნალისტებთან ინტერვიუში ალექსი ახვლედიანმა მადლობა გადაუხადა სტუდენტებს გამოჩენილი ინიციატივისთვის და თანამშრომლობისთვის და კიდევ ერთხელ აღნიშნა,რომ სწორედ მოხალისეები წარმოადგენენ ფესტივალის ჩატარებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვან რგოლს.

 

ხელმოწერის მერე გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორმა მამუკა თავხელიძემ საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეს, ალექსი ახვლედიანს და მედიის წარმომადგენლებს უნივერსიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული აუდიტორიები დაათვალიერებინა, რომელიც უმაღლესი სტანდარტების მიხედვითაა მოწყობილი.