2015 წლის 7 მარტს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ახალ კორპუსში, დაიწყო ტრენინგ-სემინარის კურსი უმაღლეს მაკროეკონომიკაში, რომელსაც ატარებს ცნობილი ექსპერტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი დემურ გიორხელიძე. ამ კურსმა საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვია. მსმენელებს შორის არიან სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
ტრენინგ-სემინარი უმაღლეს მაკროეკონომიკაში გაიმართება ყოველ შაბათს, 18:00 საათზე, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში (დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კილომეტრი).