შეხვედრა დამსაქმებლებთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


შეხვედრა დამსაქმებლებთან

6 მარტს, 17:00 საათზე უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში შედგა შეხვედრა უნივერსიტეტის პოტენციურ პარტნიორ-დამსაქმებლებთან, საქართველოში წამყვანი ადგილობრივი კომპანიების ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან.

 

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს თი-ბი-სი ბანკის, სადაზღვეო კომპანია „ალდაგის“, „ჯი-პი-აი“-ის, „იმედი-ელ“-ის, პროკრედიტ ბანკის, ახალგაზრდა იურისტთა, „ელსა“-ს და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

 

აღნიშნული ღონისძიების მიზანი იყო არსებულ კომპანიებთან ურთიერთანამშრომლობის გაღრმავება და უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმების, მათი კარიერული წინსვლის ოპტიმალური ვერსიების შემუშავებისა და შემდგომი საქმიანობის დაგეგმვა.

სტუმრებს მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის სკოლების დეკანებმა.

 

შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა დაათვალიერეს ახალი შენობა და ატრიუმში დაესწრნენ მათთვის მიძღვნილ საღამოს.