საერთაშორისო ახაგაზრდული ორგანიზაცია აისეკ საქართველოს ლოკალურმა კომიტეტმა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა განახორციელეს კიდევ ერთი პარტნიორული პროექტი, რაც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში ჩართულობას ეხება.
2015 წლის 16 იანვარიდან 6 კვირის განმავლობაში სამართლის სკოლის სტუდენტმა სოფიკო ბოლაშვილმა სტაჟირება გაიარა ლიტვის ქალაქ ვილნიუსში. იგი ატარებდა ინტერაქტიურ ვორქშოფებს უნარშეზღუდული ბავშვებისთვის სოციალურ ინსტიტუტებსა და სპეციალიზებულ სკოლებში. პარალელურად, თავად გადიოდა ტრენინგებს ვილნიუსის მენეჯმენტისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში.
სტუდენტის პროექტში მონაწილეობის ხარჯები უზრუნველყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა, ხოლო საცხოვრებელი და კვება უზრუნველყო აისეკ ლიტვამ.
სოფიკო ბოლაშვილის შთაბეჭდილებები იხილეთ აქ.