სადაზღვეო კომპანია “იმედი-L“-ის პრეზენტაცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სადაზღვეო კომპანია “იმედი-L“-ის პრეზენტაცია

დასაქმების ცენტრის ინიციატივით, 16 მარტს, გაიმართა შეხვედრა/პრეზენტაცია სადაზღვეო კომპანია “იმედი-L“-ის წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სკოლების მე-3 და მე-4 დონის სტუდენტები, რომლებიც გაეცნენ კომპანიაში დასაქმებისა და სტაჟირების პირობებს.

 

დასაქმების საკითხებზე პრეზენტაცია წარმოადგინა „იმედი-L“-ის პერსონალის შერჩევის მენეჯერმა ქალბატონმა სოფო მირიანაშვილმა და გაყიდვების მენეჯერმა სულიკო სანოძემ. შეხვედრაზე სტუდენტებს განემარტათ ის მოთხოვნები და პირობები, რომელსაც კომპანია ითხოვს. ამასთანავე, აღინიშნა, რომ დაინტერესებულ სტუდენტებს წინასწარ ჩაუტარდებათ ერთკვირიანი ტრენინგები, რის შემდეგაც დასაქმდებიან. მსურველებმა შეხვედრის დასრულებისთანავე შეავსეს „იმედი-L“-ის მიერ შეთავაზებული სააპლიკაციო ფორმები.

 

დასაქმების ცენტრი გისურვებთ წარმატებებს!