მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან

19 მარტს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი შეუერთდა კამპანიას „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ და უნივერსიტეტში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო ღონისძიება, რომელშიც დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და აკადემიურმა პერსონალმა. ღონისძიება მოეწყო დაუნის სინდრომის მქონე პირების მხარდასაჭერად და სოლიდარობის გამოსახატავად.