„ტაძარს ვაშენებთ როგორც ცოცხლები ის მიცვალებულები“ - მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა გრძელდება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


„ტაძარს ვაშენებთ როგორც ცოცხლები ის მიცვალებულები“ - მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა გრძელდება

26 მარტს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს ოპერის ქართველი მომღერალი, პაატა ბურჭულაძე ესტუმრა. მან მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობაზე ისაუბრა. ბურჭულაძის თქმით, მისი დღევანდელი სტუმრობის მიზეზი იყო არა მშენებლობისთვის თანხის თხოვნა, არამედ ხალხის დახმარება, როგორ მიიღოს მშენებლობაში მონაწილეობა.

 

მომღერალმა წიგნზე ისაუბრა,რომელშიც იმ ცოცხალთა და გარდაცვალებულთა სახელები შევა, ვის სახელზეც თანხას შეიტანენ და ასე დაეხმარებიან მშენებლობას.

 

ბურჭულაძემ აღნიშნა,რომ ტაძარი ილია მეორის მიერ ნათქვამი შემდეგი სიტყვების სქემით შენდება -„ტაძარს ვაშენებთ როგორც ცოცხლები,ისე მიცვალებულები“.

 

შეხვედრისას ის ასევე ივერიის ღვთისმშობლის ხატის ისტორიას მოჰყვა და მონასტრის არქიტექტურაზეც ისაუბრა. ბურჭულაძემ მშენებლობის დასრულების სავარაუდო თარიღად 2017 წლის 25 დეკემბერი, ილია მეორის აღსაყდრების 40 წლისთავი დაასახელა. დასასრულს პაატა ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ თანხის გადარიცხვა ნებისმიერი ბანკის საშუალებით არის შესაძლებელი და სტუდენტებს ამ ინფორმაციების გავრცელება სთხოვა.

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია შეუერთდა ამ აქციას.