საბურთალოს რაიონის გამგებელი, ბექა მიქაუტაძე რაიონში მდებარე უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა გამგეობაში გაიმართა და მას სხვადასხვა სასწავლებლების რექტორები, თვითმმართველობების პრეზიდენტები და საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, შეხვედრაზე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს, წარმოადგენდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დავით სარიშვილი. შეხვედრის მიზანი გამგეობას, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს შორის შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაციის დამყარება იყო. საბურთალოს რაიონის გამგებლის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მისი უწყების მიერ დაგეგმილ მრავალფეროვან ახალგაზრდულ პროექტებში მონაწილეობა ყველა სტუდენტისათვის ხელმისაწვდომი იყოს და ზოგადად, თანამშრომლობა ორმხრივი სარგებლის ფორმატში წარიმართოს.
სასწავლებლების წარმომადგენლების განცხადებით, მათი სტუდენტები მოტივირებულნი არიან სასწავლო პროგრამის მიღმა სხვა აქტივობებში მონაწილეობისათვის და საზოგადოებრივი თვალსაზრისით სასარგებლო საქმიანობისათვის; შესაბამისად, ოფიციალური სტრუქტურებიდან გამოხატული მხარდაჭერა თუ თანადგომა მათთვის მისასალმებელი ნაბიჯი იქნება.