24 მარტს 19:00 გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ტურიზმის სტრატეგიული კვლევის საინიციატივო ჯგუფმა მოიწვია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს აპარატის უფროსი ლაშა მგელაძე, რომელმაც მსმენელებს ჩაუტარა მასტერ კლასი სტრატეგიის წერის, სამოქმედო გეგმის კვლევის, მეთოდებისა და სპეციფიკის შესახებ. ტურიზმის სტრატეგიული კვლევის საინიციატივო ჯგუფმა დაისახა სამომავლო და შიდა სამოქმედო გეგმა. მომავალში იგეგმება შეხვედრების გაგრძელება და პრაქტიკული ღონისძიებების გატარება. საინიციატივო ჯგუფი ითანამშრომლებს ყველა დაინტერესებულ სტუდენტთან, სპეციალობის მიუხედავად.