გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
1. მხარეები მიზნად ისახავენ ხელი შეუწყონ რელიგიათა მეცნიერულ შესწავლასა და საქართველოს სახელმწიფოს მწყობრი რელიგიური პოლიტიკის შემუშავებას, რისთვისაც სააგენტო და უნივერსიტეტი:
ა) განახორციელებენ ერთობლივ სამეცნიერო და კვლევით პროექტებსა და პროგრამებს, მათ შორის, საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებს, საზოგადოების რელიგიური განწყობების შესასწავლად და რელიგიის სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად;
ბ) განახორციელებენ დაინტერესებული ჯგუფების, მათ შორის, სააგენტოს თანამშრომლებისა და უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, ერთობლივ სემინარებსა და ტრენინგ პროგრამებს. სააგენტოს შესაძლებლობების გათვალისწინებით უზრუნველყოფენ უნივერსიტეტის სტუდენტთა სტაჟირებას სააგენტოს შესაბამის სამსახურებში;
გ) ითანამშრომლობენ უნივერსიტეტთან რელიგიათმცოდნეობის, რელიგიისა და პოლიტიკის, რელიგიის სამართლის აკადემიური პროგრამებისა და სასწავლო-თეორიული ლიტერატურის შემუშავების საქმეში;
დ) უნივერსიტეტი არსებული კანონმდებლობისა და ამ მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფარგლებში გაითვალისწინებს სააგენტოს ინტერესებსა და ინიციატივებს აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების საქმეში;
ე) ითანამშრომლობენ სამეცნიერო-კვლევით, საგანმანათლებლო-აკადემიურ და საექსპერტო პროექტების ფარგლებში საერთაშორისო ინსტიტუტებისა და უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით;
ვ) უზრუნველყოფენ ერთობლივად დონორების მოზიდვას საერთო პროექტებისა და პროგრამების განსახორციელებლად;
ზ) სტუდენტების ცნობიერების ამაღლების მიზნით უზრუნველყოფენ საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენელთა ჩართულობას რელიგიის თემატიკასთან დაკავშირებულ საუნივერსიტეტო პროექტებში;
თ) საერთო მიზნებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფენ საერთო სასწავლო, საექსპერტო და კვლევითი ცენტრების ჩამოყალიბებას;
ი) უნივერსიტეტი საკუთარი აკადემიური ბაზისა და პერსონალის მეშვეობით ხელს შეუწყობს სააგენტოს პოლიტიკისა და საქმიანობის პროფესიულ მხარდაჭერას.
მემორანდუმი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ახალ კამპუსში გაფორმდა და შეხვედრამ სასიამოვნო გარემოში ჩაიარა.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI