ASEM - When Europe meets Asia

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ASEM - When Europe meets Asia

ევროპისა და აზიის სამიტი (ASEM) არის 30 ევროპულ და 21 აზიურ სახელმწიფოს შორის შეხვედრა. სამიტის ფარგლებში განიხილება პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული საკითხები ევროპასა და აზიას შორის ურთიერთპატივისცემისა და თანაბარი პარტნიორობის გასაღრმავებლად.

 

საქართველოში პროექტი პირველად ხორციელდება და მას ერთობლივად თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი (საერთაშორისო ურთიერთობები) და მომავალ დიპლომატთა კლუბი ახორციელებს.

 

2015 წლის 21-23 მარტის ჩათვლით მომავალ დიპლომატთა კლუბისა და თავისუფალი უნივერსიტეტის ეგიდით გაიმართა მოდელირებული asem-ის სამიტი, სამიტის ფარლგებში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, სამართლის სკოლის სტუდენტი, გიორგი მაქარაშვილი დასახელდა asem 2015 -ის საუკეთესო დელეგატად. მას საჩუქრად გადაეცა წიგნები, ფასდაკლების ვაუჩერები და პლანშეტური კომპიუტერი.