კონფლიქტებისა და თანამშრომლობის ექსპერტის, პროფესორ იორგენ იოჰანსენის ვიზიტი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


კონფლიქტებისა და თანამშრომლობის ექსპერტის, პროფესორ იორგენ იოჰანსენის ვიზიტი

საქართველოს სახალხო დამცველის საერთაშორისო მრჩევლთა საბჭოს წევრების ვიზიტის ფარგლებში,  2015 წლის 15 აპრილს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს ეწვია  კონფლიქტებისა და თანამშრომლობის ექსპერტი პროფესორი იორგენ იოჰანსენი, რომელმაც წაიკითხა საჯარო ლექციას თემაზე „დემოკრატიისათვის აუცილებელია ოპოზიცია, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა და მხილება\".

 

შეხვედრას ესწრებოდნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

 

ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც პედაგოგებთან ერთად სტუდენტებიც აქტიურად ჩაერთვნენ. პროფესორი იოჰანსენი კმაყოფილი დარჩა სტუდენტების მომზადების დონით.

 

დაისახა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.