30 აპრილს, 15:00 საათზე, საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გამართა საჯარო ლექცია თვითმმართველობის არსის, პრინციპების შესახებ, ასევე კანონმდებლობისა და რეალობის თანხვედრის ფაქტებზე, თვითმმართველობის ევროპულ ღირებულებებზე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავისებურებებზე, მიზნებსა და ინოვაციურ პროექტებზე, რომლებსაც საბურთალოს გამგეობა ექსკლუზიურად ახორციელებს. შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. აუდიტორიას ჰქონდა შესაძლებლობა წარმოედგინა თავიანთი ხედვა თვითმმართველობის განვითარების შესახებ.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI