საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სლოვაკეთში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სლოვაკეთში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის პროგრამის ასოცირებული პროფესორები მაკა ფირანაშვილი და მაია მელაძე 2015 წლის 23-24 აპრილს იმყოფებოდნენ სლოვაკეთში, ტრენჩინის ალექსანდრ დუბჩეკის სახელობის უნივერსიტეტის მიერ მოწყობილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე „ადამიანური რესურსების მართვა“. კონფერენციის მუშაობა მიმდინარეობდა ტატრების ზამთრის (სათხილამურო) კურორტ - შტრბსკე პლესოში.

 

კონფერენციაზე წარდგენილი იქნა მოხსენებები: „საერთაშორისო ტურიზმის განვითარების სოციალურ-ეკონომიკური ასპექტები საქართველოში“ („Socio-Economic Aspects of Promoting International Tourism in Georgia“), მომხსენებელი - ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი მ. ფირანაშვილი. „ხარვეზები განათლებასა და დასაქმებას შორის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში“ („The Gap between Education and Employment in South Caucasus Countries“), მომხსენებელი - ტურიზმის პროგრამის ასოცირებული პროფესორი მ. მელაძე. აღნიშნულმა მოხსენებებმა დიდი მოწონება დაიმსახურა, მომხსენებლებს გადაეცათ სერტიფიკატები, სტატიები გამოქვეყნდება საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში.