დებატების საერთაშორისო ფორუმი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


დებატების საერთაშორისო ფორუმი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, სამართლის სკოლის სტუდენტი ალექსანდრე მერმანიშვილი , საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ცნობით საქართველოდან წარგზავნილ 3 საუკეთესო სტუდენტთან ერთად გაემგზავრა, რათა მონაწილეობა მიეღო მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ დებატების საერთაშორისო ფორუმში, რომელიც გაიმართა 29.04-4.05. 2015 ში ბაქოში.

 

საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი: ჩვენი ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის სახელით გვსურს მადლობა გადაგიხადოთ თქვენი სტუდენტის ასეთი დიდი წარმატების ხელშეწყობისთვის.

 

აღნიშნულ საერთაშორისო ფორუმში რომელიც დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის 20 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას, სტუდენტები შეირჩა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში ჩამოყალიბებული დებატების კლუბებიდან.