14 მაისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში შედგა საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტების შეხვედრა თბილისის საკრებულოს წევრთან, ბატონ სოსო მანჯავიძესთან. საჯარო ლექციის თემა იყო _ \"საქართველო - გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე".
ბატონი სოსო სტუდენტებს საჯარო ლექცია/დისკუსიის ფორმატში საქართველოსათვის მნიშვნელოვან, გეოპოლიტიკურ ძალთა ბალანსზე ესაუბრა. მან საქართველოში მიმდინარე პროცესები, როგორც გეოპოლიტიკური ძალების ბრძოლის არეალი განიხილა და ძალზე საინტერესოდ წარმოადგინა მისი ხედვები, თუ როგორ უნდა შეიქმნას ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისი პოლიტიკური სივრცე.
მან ამომწურავად უპასუხა სტუდენტების შეიკითხვებს და ჩაერთო დისკუსიაში.