გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრიების (ფინანსები) მესამე და მეოთხე დონის 20 სტუდენტი 1 მაისიდან ორთვიან სტაჟირებას გადიან საქართველოს ბანკების ასოციაციაში. სტაჟირების პროგრამა ითვალისწინებს სტაჟიორების სწავლებას. კერძოს, სტუდენტები შეისწავლიან საბანკო ანგარიშების გახსნას, სალარო ოპერაციების ჩატარებას; უნაღდო ანგარიშსწორების წესებს და საბანკო საოპერაციო პროგრამა - „ალტას“. ასევე, ჩააბარებენ მათემატიკურ ტესტებს. სტაჟირების დამთავრების შემდეგ, საუკეთესო მაჩვენებლების მიღების შემთხვევაში 5 წარმატებული სტუდენტი დასაქმების პერსპექტივით გაიგზავნება ბანკ „რესპუბლიკაში“ ტესტირებაზე. აღნიშნული აქტივობები ტარდება საბანკო ასოციაციასა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI