22 მაისს, 15:00 საათზე, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის ევროკავშირის შესახებ გაიმართა დებატები. საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე ოთხმა გუნდმა იმსჯელა. ახალგაზრდებმა ერთმანეთთან საპირისპირო 14 რეზოლუციაზე იდებატეს. აღნიშნული ღონისძიება მიზნად მოსწავლეების ინფორმირებულობის ამაღლებას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდასა და დებატების ტექნიკის დაუფლებას ისახავდა. ღონისძიება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული. დებატების მხარდამჭერები იყვნენ ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსტეტი.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI