25 მაისს 11:00 საათზე, 209-ე აუდიტორიაში გაიმართა ბატონ თემურ მაისურაძის საჯარო ლექცია. საჯარო ლექციის თემატიკა მეტად საინტერესო აღმოჩნდა საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტებისათვის. ბატონმა თემურმა ისაუბრა საჯარო მმართველობის პრობლემებზე თანამედროვე პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების პირობებში. მომხსენებელმა დაწვრილებით მიმოიხილა ეკონომიკისა და პოლიტიკის დამოკიდებულებისა და ურთიერთგავლენის საკითხები. საჯარო ლექცია წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. ბატონმა თემურმა გამოთქვა თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI