28 მაისს, 16:00 საათზე, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, GNNT ჯგუფის კოორდინატორმა, ბატონმა გიგი ბისეიშვილმა, გამართა პროექტის პრეზენტაცია - „უწყვეტი განათლების მთლიანობა ინკლუზიით“. ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, 2014 წლის 1 ივნისიდან, პროექტს ახორციელებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დედათა ასოციაცია “დეა“ ორგანიზაციებთან ერთად - „GNNT ჯგუფი“ და „სთეფ ფორვარდი“. პროექტის ასოცირებული წევრია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. პროექტის მიზანია, საქართველოში ინკლუზიური განათლების დანერგვისა და განვითარების პროცესის ხელშეწყობა მონიტორინგის სისტემის/ინდიკატორების შემუშავებისა და საზოგადოების ინფორმირებულობის გზით. წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების საფუძველზე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, შეირჩა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, სადაც ხორციელდება პროექტის ფარგლებში შემუშავებული მონიტორინგის ინსტრუმენტის პილოტირება. კვლევის შედეგების გაცნობა/გამოქვეყნება მოხდება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო გამოცემაში. პროექტის მსვლელობისას მიღებული გამოცდილება წარედგინება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. პრეზენტაციას ესწრებოდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI