29 მაისს, 15:00 საათზე, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და „მოდერნიზაციის ინსტიტუტი“-ს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა, შეხვედრაზე ორგანიზაციამ წარმოადგინა პროექტი “უკან მომავალში“ რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტების ჩართულობას ევროინტეგრაციის სფეროში და საუნივერსიტეტოი ქსელის შექმნას. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა, სტუდენტების მხრიდან დაისვა შეკითხვები რაზეც გაიცა საინტერესო და ამომწურავი პასუხები. ორივე მხარემ გამოთქვა სურვილი სამომავლო თანამშრომლობაზე.