გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და მაქს-პლანკის ინსტიტუტს შორის გაფორმდა მემორანდუმი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და მაქს-პლანკის ინსტიტუტს შორის გაფორმდა მემორანდუმი

6 ივნისს, 12:00 საათზე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და მაქს-პლანკის ინსტიტუტს შორის ადრე გაფორმებული მემორანდუმი გაგრძელდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ და მაქს-პლანკის ინსტიტუტის დირექტორმა, დოქტორ ჰანს-იურგენ ალბრეხტმა. მემორანდუმი ითვალისწინებს სტუდენტთა სამეცნიერო მივლინებას, ერთობლივი სემინარებისა და ვორკ-შოფების ჩატარებას, სამეცნიერო კვლევასა და ინფორმაციის გაცვლას. შეხვედრის ფორმატში ბატონმა ჰანს-იურგენ ალბრეხტმა წაიკითხა საჯარო ლექცია სამართლის აქტუალურ საკითხებზე. სტუმარმა სამართლის სკოლის წარჩინებულ სტუდენტებს გადასცა სერტიფიკატები.