საქართველოს ბანკების ასოციაციასა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის, გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, მესამე და მეოთხე დონის 22 სტუდენტი ორ თვიან სტაჟირებას გადის, საქართველოს ბანკების ასოციაციაში, სადაც სწავლობენ: ბანკებში ანგარიშების გახსნას, სალარო ოპერაციების ჩატარებას, უნაღდო ანგარიშსწორების წესებს და საბანკო საოპერაციო პროგრამა „ალტას“, აქვე აბარებენ მათემატიკურ ტესტებს. სტაჟირების დამთავრების შემდეგ საუკეთესო შედეგების მქონე 5 სტუდენტი გაიგზავნება ბანკ რესპუბლიკაში დასაქმების მიზნით.